среда, 22 августа 2012 г.

Elegie

Elegie
Эта женщина, неожиданно появляется в моем сознании, в воображении.

Кто знает, быть может, я знал ее в прошлой жизни, видел в обрывках забытого сна.
Может она живет где-то рядом, незаметная и привычная, как окно, в доме напротив, а может в далекой и неизвестной мне стране.
Поначалу я слышу ее голос, напевающий что-то очень знакомое, близкое…

Именно голос ведет меня к ней, по длинному, темному коридору,в ту комнату, где она скрывается от знойных, летних дней.
Обычно я закрываю глаза, так как эти обрывистые напевы будят во мне неведомые воспоминания, интересные видения случившегося или того, что могло произойти.
Слышите?
Только после этого начнет проясняться ее силуэт.
Длинный летний сарафан, длинные волосы.
Красивые руки, месящие липкое тесто.
Комната в конце коридора оказывается кухней со всей,немного модернизированной мистической аурой,веющей в романах Жоржи Амаду, Лауры Эскивeль.
Алхимия кухонных запахов, кухонная утварь как магические символы.
Распахнутая кулинарная тетрадь третьего поколения.
В глаза кидается непринужденная, красивая пластика, движения.
Видно как ей приятна холодная струя из под крана,
прохладная плитка под ногами.
Моментами она чему-то улыбается, раскладывая карты на столе, попеременно заглядывая в гудящий духовой шкаф.

Иногда подходит к окну и, раздвигая тяжелые гардины, замечает усталое солнце, вынужденное светить и в ее забытом всеми городе. Оно иногда забывалось, где-то высоко, в листве пыльных городских деревьев, переливалось и нежилось на исходе жарких, летних дней. Сливалось с чириканием воробьев, перевоплощалось в веяние легкого ветерка,таяло на поблекших очертаниях горизонта.

О чем она думает? Далекая, вечно любимая женщина. О повседневной заурядности?
О не познавшем и позабывшем ее незнакомце?
Быть может о чем-то более возвышенном, закидывая голову к потемневшему небу, вернее к тому, кто судит по не написанным и переписанным кодексам (залежавшиеся бумаги) к тому, кто принимает во внимание уровень адреналина в крови, соизмеряя его с окружающими запахами, данными давления, имея в виду освещения, погоду и звуки...прибегает к гороскопу и хиромантии...
Тот, кто синтезирует праздники мая, распростертые крылья птиц, бесконечные магистрали и аромат, чьих то волос.
Смешивает вкус хлеба, соль слез воскрешения, детский смех, дожди отчаяния с радостью бытия.
Тот, кто любит…тот, кто во имя любви перенес непостижимую трансформацию из божества в человека (непостижимый и быть может труднейший процесс на уровне биохимии) Умерший и оживший, призывающий и нас к трансплантации в себе божественного начала-любви.

Когда она уходит от окна, от не расшифрованных мною мыслей ,к звенящему телефонному аппарату, рассказывающему ей истории о неизвестных мне людях, я на грани слез покидаю ее, по темному коридору, ведущему меня в мою реальность, к моим запахам и звукам, к знакомым мне и таким чужим ей лицам.




воскресенье, 7 июня 2009 г.


ბავშვურად გაშლილი ხელები
ირაკლი ჩოგოვაძე ჩემი პირველი და უსაყვარლესი რესპონდენტია. მეც პირველი ჟურნალისტი ვარ მისთვის და ვიცი, მასაც ძალიან ვუყვარვარ. საერთოდ არა მგონია ირაკლის ვინმე არ უყვარდეს. შეხედავ და ხვდები, რომ ყველა და ყველაფერი უყვარს.

ეს წერილი 1996 წელს დაიწერა. მაშინ ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში მისი პირველი პერსონალური გამოფენა შედგა. ნოემბრისთვის უჩვეულო, თბილი, ქუთაისური საღამო იდგა... უკვე დაცარიელებულ საგამოფენო დარბაზში მის ნახატებს ვათვალერებდით და ვსაუბრობდით. ჯერ არც ესპანეთში წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, იყო ძალიან შეყვარებული (მომავალ მეუღლეზე), გახსნილი, ბოჰემური, მოქეიფე... მაშინ, არსებობდა მხოლოდ ბუნდოვანი სამომავლო გეგმა - გერმანია, რომელიც გრძელი გზის დასაწყისი აღმოჩნდა, გზისა, რომელიც ბარსელონაში დამთავრდა...
დაინტერესება, მიწვევები, შეკვეთები, პრესტიჟული საგამოფენო დარბაზები.
ბარსელონა - ტუსეტის გალერეა.
ჟირონა.
ვალენსია.
მადრიდი.
ეს მერე იქნება, ამ ინტერვიუდან კარგა ხნის შემდეგ.
ეს წერილი კი, ნაზავია იმდროინდელი შთაბეჭდილების...განწყობის...
აი ისიც...
***
ქალაქში შორიდან საღამო შემოდიოდა.
სინათლეებით, აფიშებით, რეკლამებით აჭრელებულ ქუჩას ახმაურებდნენ მანქანები, რომელიღაც ფანჯრიდან ამოვარდნილი მუსიკა, ვიღაცის სიცილი, ლაპარაკი და შორს გაუჩერებელი ბავშვის ტირილი...
ჰაერს ბოლის მოტკბო სურნელი ერეოდა (შემოდგომა იდგა და ფოთლებს წვავდნენ).
სადღაც, ჯერ არგამშრალი, დაგუბებული წვიმა ცისფერ ცას ირეკლავდა.
მის ტილოებზე სრული სიმშვიდე სუფევდა: ბალახისფერი გორაკები, მინდვრები, ზღვისფერი ცა... გულგრილი მონაზვნები. ორსული, თვალებში დარდდაგუბებული ქალი, თეთრი ქათმები წითელი ბიბილოებით...
მითხრა, რომ ბავშვობა ენატრება და ძალიან უყვარს ზღაპარი „წიქარა“
„... წიქარამ ბიჭი გაიყვანა ერთ ტრიალ მინდორზე. იქ ერთი ალვის ხე იდგა, მისი კენწერო ცას წვდებოდა – მე წავალ, მარტოკა ვივლი, მინდვრად ბალახს მოვძოვ და ვირჩენ თავს...“ ასე მიატოვა იმ ზღაპარში პატარა ბიჭი წიქარამ.
– პრინციპში ასე მიმატოვა ბავშვობამაც, – ამბობს ღიმილით ირაკლი და ამატებს, რომ წლების გაუჩერებელ დინებას განიცდის.
***
„ეს იმდრიოინდელი ამბავია, როცა ვანი ზღვისპირა ქალაქი იყო.“
ალბათ მაშინდელია:
მისი ქართული, კოლხური, თანავარსკვლავედების კონტურებივით ფერმკრთალად მოხატული, ჯმუხი და მაინც ბოჩოლას თვალებშერჩენილი, რქებზე მთვარედასმული ხარები – წიქარები,
წყლისფერთვალება თევზები,
გახუნებული ბაირაღები, ზანზალაკები...
– ეს ყველაფერი ლამაზია და ძალიან მიყვარსო... ბევრს ვსვამ, მინდა ბევრი ფული მქონდესო, დიიიდ სუფრებს გავშლიო – და თვითონაც ბავშვივით შლის ხელებს.
***
სპარსული სილამაზე იზიდავს.
თუმცა სურათი შავ-თეთრია, მე მაინც ვხედავ, მისი “აღმოსავლელი ქალების“ თვალებში სპარსულ სიჭრელეს -
ფარჩით და წითელი აბრეშუმით,
თმებში ჩაწნული ოქროსფერი მონეტებით,
ცხვრების კიკინით,
ტკბილი შარბათით,
ქოშების ფლატუნით,
ცხიმიანი ფლავით,
თამბაქოსა და ვარდის ზეთის სურნელით.
ხალიჩებითა და გარუჯული ხელების ალერსით გადაღლილი თუ დაიბუდებ განზე გაწეულ თვალებში ამგვარ სევდას!
***
ქალი უყვარს... უცნაური...
ხან „ჩიტით“, „ოქროს ვაშლებით“, „მამლით“.
ქალი, რომელიც ზოგჯერ სიზმარში წითლად ევლინება, მაგრამ ბოლოს ყველაფერი, როგორც კალეიდოსკოპში, გადატრიალდება და მისი „ჯადოქრის“ ნატიფი ხელის ერთი აქნევით მასთან „შეხვედრა“ მწვანეში ჩაიძირება....
***
ეთაყვანება დროს, როცა ცხოვრობდნენ ადამიანები, რომელნიც „არლის წითელ ვენახებს“, “ვარსკვლავებიან ღამეებს“, “საუზმეებს მდელოზე“, “ქალებს სენის სანაპიროზე“ და „მარაოიან ქალიშვილებს“ ხატავდნენ.
პოეზია?
„თოვლიანი ვარდები“, „სარკმლის მწვანე ბროლი“, „მტირალი ადამი და ევა“, „თვალდახუჭული ოცნებები“ „მგლოვიარე სერაფიმები“, „მთაწმინდის იქეთ დასისხლული მზე“ „ატოკებული კიპარისი“ „კოლხური კოცნა’... გალაკტიონი...
– კიდევ, ვიმოგზურებდი დიდი სიამოვნებით.
მხატვარი ვარო, – და ისევ ბავშვივით იჩეჩავს მხრებს.
***
ხატავს, ზოგჯერ „დაკარგულ სიზმრებს“, „ოცნებებს ღამით“, „ლაბირინთებს“
ხატავს უბრალოდ, თავისუფლად...
„უნდა დახატო იკაკო“ – ეძახის ხმა და ისიც ხატავს.
ხან „მოლოდინს“, „ფრაგმენტებს უცნობი ქალის ცხოვრებიდან“, „აღდგომას“ წითელი კვერცხებით.
აია-ქალაქს, რომელიც ჩვენი საუბრის დროს კვლავ აგრძელებდა ყოველდღიურ ფუსფუსს, ისევ ურევდა ერთმანეთს ხმებს, შეძახილებს...
აბოლებული, მტვრიანი, მტრედმრავალი ქალაქი.
სადაც სატელევიზიო ანტენები ცისკენ იწეოდნენ და მოულოდნელი სტუმარივით მოვარდნილი სიო ურცხვად არხევდა დაგუბებულ, ვარსკვლავების მარეკ წვიმებს.
***
უფრო ღამისკენ ქეიფი... ქუთაისური.
ლექსებით, სიმღერებით.
ხუმრობა – ამბებით.
ქუჩაში დარჩენილ სიოს ქარი ენაცვლება... ისიც ქუთაისური.
****
მერე,გვიან... ვარსკვლავების ყვავილობისას, როცა მთვარე შეაფათურებს ხელებს ბაგრატის ძველ ნანგრევებში, ხოლო თეთრ ქვებზე ოცნების ნისლოვანი აჩრდილი გადაწვება…ქუჩებს გაყვება კაცი-სილუეტი.
ქუთაისით, ღვინით და კიდევ ვინ იცის - რითი დაღლილი.
ქვაფენილიან შესახვევში შეუხვევს და უგზო-უკვლოდ დაიკარგება ქუჩების ლაბირინთებში.
ჩაბნელებული ფანჯრები და ჭიშკრებზე დასკუპებული თუჯის მტრედები თუ გააყოლებენ გაყინულ მზერას...
„მე წავალ, მარტოკა ვივლი, - თქვა წიქარამ.“